ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა პრაიუთ ჩან-ოჩამ მედიის წარმომადგენლებს პრესკონფერენციაზე, მკაცრი კითხვები თავიდან ასაცილებლად, სადეზინფექციო ხსნარი შეასხა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტაილანდის პრემიერი მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ დასმულმა კითხვამ გააღიზიანა.
გავრცელებული ინფორმაციით, წარსულში, მან ერთ-ერთ ჟურნალისტს ყური აუწია. აგრეთვე, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე საკუთარი თავის მუყაოს ფიგურა გამოიტანა, რომელსაც მედიის კითხვებზე უნდა ეპასუხა.