თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები ქართველი ხალხის ინტერესებით გადაწყდება. ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მას დამატებით არ უსაუბრია კონრეტულად, ე.წ. უცხოური აგენტების კანონზე, თუმცა აღნიშნა, რომ მიმდინარე მოვლენების შესახებ ირაკლი კობახიძემ გაუზიარა თავისი მოსაზრებები.
„ძალიან გამახარა იმ ფაქტმა, რომ პრემიერ-მინისტრმა მოსაზრებები გამაცნო საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თურქეთში მიგვაჩნია, რომ ეს მოვლენები ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესებით გადაწყდება,“ განაცხადა ერდოღანმა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით.
მისივე თანახმად, ერდოღანმა „ორი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ლიდერის საუბარს ძალიან ნაყოფიერი უწოდა.“