ჩინეთის რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი საქართველოს შიდა პოლიტიკის საკითხია და ჩინეთი სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში არ ერევა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რაც ქართულმა მხარემ მიიღო, სრულებით ქვეყნის შიდა პოლიტიკაა. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომ არ ეხება სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას, არ ერევა შიდა პოლიტიკაში და ასე კონკრეტულ შეფასებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვცემთ სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკას პატივს. ის, რომ ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა პოლიტიკაში, სწორედ იმას ნიშნავს, რომ პატივს ვცემთ ქვეყნის სუვერენიტეტს,“ - განაცხადა ჭოუ ციენმა.
პარლამენტმა მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ სადავო კანონპროექტი, მესამე - საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. სალომე ზურაბიშივლმა ვეტოს დადება დააანონსა.
- რა წერია კანონპროექტში - სრულად გაეცანით აქ.