საბერძნეთში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს 3 პოლიციელი დაშავდა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკების დროს 3 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული პოლიციელებიდან ერთ-ერთის მდგომაროება მძიმეა.

აქციაზე 5000 დემონსტრანტი გამოვიდა. მათი პროტესტი ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს მოჰყვა, სადაც პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება. ისინი პოლიციელთა მხრიდან ძალადობას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით - "ჩვენს უბანში პოლიციელებს ადგილი არ არის".