აშშ-ის ჰელსინკის კომისია ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელ X-ზე Politico-ს სტატიას აზიარებს, რომელშიც საუბარია, რომ ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის კანონპროექტის თანახმად, ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლის შემთხვევაში, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს.
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ,“ - წერს აშშ-ის ჰელსინკის კომისია.
ცნობისთვის, Politico-მ ინფორმაცია გაავრცელა, რომ „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, ჯო უილსონი, კანონპროექტს MEGOBARI Act, კონგრესს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. კანონპროექტი ქართველი პოლიტიკოსების სანქცირებასაც ითვალისწინებს.