სუნაკმა პარლამენტი დაითხოვა, საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

დიდ ბრიტანეთში საყოველთაო არჩევნები 4 ივლისს ჩატარდება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა. სუნაკმა მანამდე მეფერე ჩარლზს 30 მაისს პარლამენტის დათხოვნის წინადადებით მიმართა, რომელმაც მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ახლა არის მომენტი, რომ ბრიტანეთმა აირჩიოს თავისი მომავალი.“


გეგმის მიხედვით, არჩევნები 2025 წლის იანვრის მიწურულამდე უნდა გამართულიყო, თუმცა ჯერ კიდევ იანვარში, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ არჩევნები 2024 წლის მეორე ნახევარში გაიმართებოდა, რაც პირველი ივლისის შემდგომ პერიოდს მოიცავს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, “ეკონომიკური სტაბილურობა ნებისმიერი წარმატების ქვაკუთხედია.”


მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ვერ დაიბრალებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მისმა მთავრობამ ყველაფერი სწორად გააკეთა, ის ამაყია იმით, თუ რას მიაღწიეს და რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი მომავალში.


მანვე აღნიშნა, რომ მისი მთავრობის პერიოდში “ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს” (NHS) რეკორდული დაფინანსება გადაეცა, ენერგეტიკული უსაფრთხოება “გარემოსდაცვით დოგმაზე” მაღლა დადგა და თავდაცვის სფეროს დაფინანსება გაიზარდა.