უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი სერგო გორნაკაშვილი დაიღუპა.
ინფორმაცია გაავრცელა ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში, ვიცე-პოლკოვნიკმა ვანო ნადირაძემ.
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, არაოფიციალური ცნობებით, ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.