უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს. გენშტაბის ცნობით, რუსული SU-25 პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს.
„პოკროვსკის მიმართულებით თავდასხმების რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. მტერი მოიერიშე ჯგუფებისა და ტექნიკის გამოყენებით ცდილობს გაარღვიოს ჩვენი საბრძოლო განლაგება. არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსული SU-25 მოიერიშე თვითმფრინავი გაანადგურეს,“ - აცხადებენ გენშტაბში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთმა 354 თვითმფრინავი დაკარგა.