ზუგდიდის საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გაიქცა, რომელმაც საავადმყოფოს ინტოქსიკაციის ჩვილებით დღეს მიმართა.
პაციენტი პოლიციამ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ დააკავა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას გადასცა.
„შუახანს გადაცილებული ქალბატონი მოყვანილ იქნა კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით, ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-ინფექცია, შეთავაზებულ იქნა კვლევები და ჰოსპიტალიზაცია, რაზეც განაცხადა კატეგორიული უარი და თვითნებურად დატოვა კლინიკა. ფაქტის შესახებ შეტყობინება მყისიერად გაკეთებულ იქნა პოლიციისთვის!“ - განაცხადა ჰოსპიტლის კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდინფიცირებული პაციენტი თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.