აშშ-ში, არიზონის სამხედრო ბაზაზე, უკრაინელი მფრინავების პირველმა ჯგუფმა სწავლება დაასრულა. ამის შესახებ Politico-ს შეერთებული შტატების ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სპიკერმა ერინ გუნიგანმა განუცხადა. პილოტებმა მომზადება ტუსონში, საჰაერო-ეროვნული გვარდიის 162-ე ბაზაზე გაიარეს.
"უსაფრთხოების მიზეზების გამო" სპიკერმა მფრინავების ზუსტი რაოდენობა ან ტრენინგის დასრულების ვადა არ დაასახელა. Politico ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინელი პილოტები დამატებითი მომზადების გასავლელად ამჟამად ევროპაში მიემგზავრებიან.
22 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების (AFU) სპიკერმა ილია იევლაშმა განაცხადა, რომ F-16-ის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების პირველმა ჯგუფმა უკვე დაიწყო დაბრუნება უკრაინაში.
The New York Times-ის ცნობით, კიევმა 45 ერთეული F-16 გამანადგურებელი უნდა მიიღოს დანიიდან, ნიდერლანდიდან, ნორვეგიიდან და ბელგიიდან მას შემდეგ, რაც უკრაინელი მფრინავები მომზადებას დაასრულებენ.