„გერმანიის საელჩო ულოცავს საქართველოს დღევანდელ დამოუკიდებლობის დღეს!
1918 წლის 26 მაისს ქართველმა ხალხმა ისტორიული აქტით დამოუკიდებლობა და დემოკრატია აირჩია. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია მტკიცედ უჭერს მხარს მათ, ვინც იბრძვის თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოსთვის,“ წერს გერმანიის საელჩო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.