კიშინიოვმა რუსეთს მოლდოველი ოლიგარქის ილან შორის ექსტრადირება მოსთხოვა.
მას მოლდოვაში დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით. ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა ვერონიკა მიხაილოვა-მორარუმ ადგილობრივ ტელეარხ, TVR Moldova-სთან ინტერვიუში განაცხადა.
2024 წლის აპრილში შორმა მოსკოვში მისივე სახელწოდების მქონე პარტიის კონგრესზე ახალი პოლიტიკური ბლოკის „გამარჯვება-ვიქტორიის“ შექმნა გამოაცხადა.
გაერთიანება მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნებისა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმისთვის მომზადებას ისახავს მიზნად.
მოლდოვაში, პარტია „შორი“ საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ ზაფხულს აკრძალა. ქვეყნის ამჟამინდელი პროევროპული ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსკოვში შორის მხარდამჭერთა ფორუმს "სირცხვილი" უწოდეს."