ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარი ხვალ 2.7847 ლარი ეღირება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7680 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 3.0295 ლარია. დღეს ევრო 3.0058 ლარი ღირდა. ახალი კურსი ხვალ, 29 მაისს ამოქმედდება.
28 მაისს, ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გაიტანა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 48 700 000 აშშ დოლარი გაიყიდა.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.