დღეიდან რუსი ტურისტებისთვის ნორვეგიის საზღვარი დაიკეტა

ნორვეგიამ რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესა. ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე 23 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვებენ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ტურისტული და სხვა „არაპირველხარისხოვანი მნიშვნელობის მიზნებით.“ გადაწყვეტილება ოფიციალურად 29 მაისიდან ამოქმედდა.


ზოგიერთ შემთხვევაში გამონაკლისი დაიშვება რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნორვეგიაში ჩადიან ახლო ნათესავების მოსანახულებლად, სამუშაოდ ან სასწავლებლად.


უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, 2022 წლის გაზაფხულზე, ნორვეგიის მთავრობამ გაამკაცრა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ახალი შეზღუდვა ვრცელდება მათზეც, ვისაც ნორვეგიამ ვიზა 2022 წლის გაზაფხულამდე მისცა ან ვიზა მიიღო შენგენის შეთანხმების მონაწილე სხვა სახელმწიფოსგან.