სომხეთში რუსეთის პირველი არხის მაუწყებლობა შეჩერდა

სომხეთში რუსეთის პირველი არხის მაუწყებლობა შეჩერებულია, ვიდრე დავალიანება არ დაიფარება. ამის შესახებ სააგენტო "არმენპრესი" მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრ მხითარ ჰაირაპეტიანზე დაყრდნობით იუწყება.


მინისტრის თქმით, 1st Channel World Network-მა, საზღვარგარეთ რუსეთის პირველი არხის იურიდიულმა პირმა, "არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები", ორ-ნახევარი თვის განმავლობაში დავალიანება დააგროვა, ამიტომ მისი მაუწყებლობა დროებით შეჩერდა საზოგადოებრივ მულტიპლექსში.

მარტში სომხეთის ხელისუფლებამ დაბლოკა კრემლის მომხრე ტელეწამყვანის, ვლადიმირ სოლოვიოვის ორი საავტორო პროგრამის ტრანსლირება ტელეკომპანია RTR-Planeta-ს მულტიპლექსში. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა "რეგიონში დაფიქსირებული მუდმივი დარღვევების ფაქტების საფუძველზე."