ენტონი ბლინკენი მოლდოვაში ჩავიდა. კიშინიოვში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. Reuters-ის ცნობით, ბლინკენის ვიზიტი ხორციელდება მაშინ, როდესაც მოლდოვა რუსული "გავლენის ოპერაციების" წინაშე დგას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა გასულ პარასკევს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, კიშინიოვში ვიზიტისას ენტონი ბლინკენი მოლდოვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მხარდამჭერ მნიშვნელოვან პაკეტს გამოაცხადებს.
მოლდოვის შემდეგ ენტონი ბლინკენი ჩეხეთს ეწვევა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდება და ასევე, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.