აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის $135 მილიონს გადასცემს

აშშ მოლდოვას რუსულ გავლენასთან ბრძოლისთვის 135 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ, მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მან მაია სანდუსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიშინიოვს 85 მილიონ აშშ დოლარს გადასცემს ენერგეტიკული სექტორის გასაძლიერებლად და 50 აშშ დოლარს - ენერგეტიკული და საფერმო ინდუსტრიების კაპიტალური რემონტისთვისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლისთვის.


„ეს, სანაცვლოდ, რუსული ჩარევისადმი მოლდოველების წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობას გააძლიერებს, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩაატარონ, გააგრძელონ ევროკავშირისა და დასავლური ინტეგრაციის გზაზე სვლა, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობები შექმნან. კიდევ ერთი სხვა საკითხი, რომელიც ასე მნიშვნევლოვანია, არის დეზინფორმაციის შესახებ ინფორმაციის გაცვლა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჰუბრიდული ინსტრუმენტია, რომელსაც რუსეთი იყენებს - და ამაზე ვმუშაობთ,” - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა აღნოსავლეთ ევროპაში ვიზიტები მოლდოვით დაიწყო.

ბლინკენის თქმით, აშშ ხედავს მყარ პოზიციას, ქვეყნის ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით კი მოლდოველი ხალხის მხრიდან.

“დასაწყისში ის უნდა ვთქვა, თუ რამდენად მადლობელი ვართ თქვენი ლიდერობისთვის და ამას ბევრ სხვა ქვეყანაშიც ვხედავ - დაფასებას ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ გამომწვევებით სავსე დროს, გამოწვევებით სავსე პირობებში, რათა მოლდოვას გაუძღვეთ წინ.


ორი წლის წინ, როდესაც აქ ვიყავი, ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ ავაშენოთ ცოცხალი, ინკლუზიური ქვეყანა, რომელსაც ფესვები აქვს გადგმული ევროპაში, დასავლეთში, რომელიც მშვიდობაში ცხოვრობს და სადაც მოლდოველები თავად განსაზღვრავენ საკუთარ მომავალს.


მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დგახართ, თქვენ მნიშვნელოვანი, ძლიერი და კონკრეტული ნაბიჯები გადადგით ამ გზაზე, იმ მიმართულებით, რომლებიც ძლიერ და პოზიტიურ მომავალს შექმნის მოლდოველებისთვის - გააძლიერეთ ენერგეტიკის სექტორი, ებრძვით კორუფციას, დაიწყეთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.


დღეს აქ თქვენს მიერ მიღწეული პროგრესის გაგრძელება გვსურს. მალე საელჩოს ახალ კომპლექსზე დავასრულებთ მოლაპარაკებებს - ეს სიმბოლურადაც და პრაქტიკულადაც ასახავს ჩვენი ურთიერთობების სიღრმეს და გაღმავებისთვისა და წინსვლისთვის საფუძველს გვაძლევს. რაც განსაკუთრებით ძლიერია აქ - არის დემოკრატიისადმი ღრმა ერთგულება, და ის, რომ მოლდოველები თავად წყვეტენ საკუთარ მომავალს. და ეს რუსეთის მხრიდან ჩაგვრის, ჩარევის, დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობების, კორუფციის იარაღად გამოყენების, ანტისამთავრობო პროტესტების ორგანიზების ფონზე. ამის მიუხედავად, ჩვენ განსაკუთრებულ სიმყარეს ვხედავთ მოლდოვის ხელმძღვანელობის მხრიდან და, განსაკუთრებით, მისი ხალხისგან,” - განაცხადა ბლინკენმა.