ოკუპირებულ ყირიმში განადგურებულია ორი რუსული სადესანტო კატერი - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით, Magura V5-ით ანექსირებულ ყირიმში, შავი ზღვის უბე ვუზკასთან რუსეთის სამხედრო კატერებს შეუტიეს.


უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, უკრაინული საზღვაო დრონების გაუვნებლების მიზნით, 32-ჯერ აფრინდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები და მოწინააღმდეგემ არტილერიაც გამოიყენა, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინელმა სპეცრაზმელებმა საბრძოლო ამოცანა შეასრულეს და საზღვაო დრონებით გაანადგურეს რუსეთის ორი, წინასწარი მონაცემებით, სატრანსპორტო-სადესანტო კატერი „ტუნეცი“. დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმს“ ყირიმში გაუნადგურა ორი უეკიპაჟო კატერი.