დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა შეძლებს, გამოიყენოს მისთვის გადაცემული F-16 საბრძოლო თვითმფრინავები რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად.
ლარს ლუკე რასმუსენმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას: მისცემს თუ არა ოფიციალური კოპენჰაგენი უკრაინას უფლებას, რომ მის მიერ გადაცემული F-16-ები რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოიყენოს.
"მოკლე პასუხი არის დიახ! ეს არ არის ახალი პოზიცია, ეს არის ტრანსფერის ნაწილი. ჩვენ თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ, როდესაც განვიხილეთ დანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომ თავდაცვის ნაწილია, აგრესორის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა," - განაცხადა რასმუსენმა.