გარემოს სააგენტო: ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მატება და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 30 მაისის საღამოს ამინდთან დაკავშირებით აფრთხილებს.

„უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.


მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ცნობისთვის, თბილისში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. სოციალურ მედიაში ვრცელდება სხვადასხვა უბნებში არსებული ვითარების ამსახველი ვიდეო.