სტოლტენბერგი მოკავშირეებს ყოველწლიურად €40 მილიარდს სთხოვს უკრაინის დასახმარებლად - Reuters

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აპირებს, სთხოვოს მოკავშირეებს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდი ევრო გამოყონ, იტყობინება Reuters. სააგენტო წყაროს თქმით, ასეთი დაფინანსება მოკავშირეების მიერ მიწოდებული სამხედრო მხარდაჭერის სულ მცირე ამჟამინდელ დონეს შეინარჩუნებს.


მან ასევე დაამატა, რომ NATO-ს მოკავშირეები უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდ ევროს აწვდიან. მსგავსი შეთანხმება ჯერ საჯაროდ არ გამოცხადებულა, თუმცა NATO-ს  წევრი ქვეყნების მინისტრები ამჟამად პრაღაში იმყოფებიან მოლაპარაკებებისთვის.

სამხედრო დახმარება უკრაინისთვის დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გამოაცხადა. მისი ღირებულება 500 მილიონი ევროა. 24 მაისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინას კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც 275 მილიონ დოლარს შეადგენს. უკრაინა ასევე მიიღებს თითქმის მილიონ ჭურვს წლის ბოლომდე, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში.