"საქართველოსთვის 20 ერთეული ავტომობილის გადაცემა NATO-ს პარტნიორისადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა", - ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
"საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. 2014 წლიდან, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. ერთობლივი სწავლებისა და შეფასების ცენტრი წარმოადგენს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებულ ერთ-ერთ ინიციატივას და მიზნად ისახავს, დაეხმაროს საქართველოს ტრენინგის, შეფასებისა და სერთიფიცირების შესაძლებლობებს, რამაც უნდა განამტკიცოს ოპერატიული მზადყოფნა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ურთიერთქმედება. ეს საშუალებას აძლევს მათ, იმუშაონ NATO-სთან და პარტნიორ ძალებთან ერთად და შემოგვთავაზონ მრავალეროვნული სწავლება და წვრთნების შესაძლებლობები. საბოლოო ჯამში, არსებითი პაკეტი ასევე მიზნად ისახავს წევრობისთვის საქართველოს მომზადებას.საქართველო არის ალიანსის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი, პროგრამა - პარტნიორობა მშვიდობისათვის ნაწილი. ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს NATO-ს ოპერაციებში და თანამშრომლობს მოკავშირეებთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მრავალი მიმართულებით. NSPA საქართველოს მრავალი წელია, უჭერს მხარს მისი უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობების განმტკიცებისა და მოდერნიზაციის მიზნით, ნდობის ფონდის რამდენიმე პროექტის საშუალებით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
NATO-მ საქართველოს თავდაცვის ძალებს სატრანსპორტო საშუალებები გადასცა.