თეთრი სახლი არ გამორიცხავს, რომ მომავალში შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა, უკრაინას იარაღის გამოყენების უფლებამოსილება გაუფართოოს. ეს გადაწყვეტილება ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული, ამბობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უსაფრთხოების კომუნიკაციების მრჩეველი ჯონ კირბი.
კირბი აღნიშნავს, რომ ომის ყოველ ნაბიჯზე, როცა ბრძოლის ველზე ვითარება იცვლებოდა, აშშ-ის მთავრობაც შესაბამისად მოქმედებდა.
როდესაც სთხოვეს დაწვრილებით განეხილა, თუ რა სახის ნებართვის გახანგრძლივება შეიძლება, განიხილებოდეს, კირბი ამბობს:
„მე არ გავუსწრებ წინ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არ არის მიღებული."
მისი თქმით, შეერთებული შტატები არ გადაუხვევს უკრაინის საჭიროებებს და გააგრძელებს მხარდაჭერის განვითარებას, ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე.
მანამდე, 30 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უფლება მისცა, ამერიკული იარაღი გამოიყენოს დარტყმებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ხარკოვის დასაცავად. 31 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.
ამერიკული მხარიგან გამოგზავნილი ეს "მესიჯი" ამ დილით ჩემი სამხედროებისგან მივიღე. დეტალებს ვერ გეტყვით," განაცხადა თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთში, უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპის მესამე სამიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე. მან წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა აშშ-ის გაფაწყვეტილებას, რომელიც უკრაინას სასაზღვრო ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობას აძლევს."