Politico: ამ ზაფხულს უკრაინამ შესაძლოა, 60-ზე მეტი F-16-ის ტიპის თვითმფრინავი მიიღოს

დანია, ნორვეგია, ნიდერლანდები და ბელგია ამ ზაფხულს, კიევში 60-ზე მეტი ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის თვითმფრინავის გაგზავნას გეგმავენ. იტყობინება Politico. უკრაინელები მიიჩნევენ, F-16-ების ფრენის მეტი შესაძლებლობა კიევს დაეხმარება, უკან დააბრუნოს რუსული ძალები ფრონტის ხაზებიდან ისეთ ადგილებში, როგორიცაა ხარკოვი, სადაც მოსკოვი ბოლო კვირებში წინ მიიწევდა. ნიდერლანდებმა, დანიამ, ბელგიამ და ნორვეგიამ პირობა დადეს, რომ უკრაინას ათობით ამერიკული წარმოების მეოთხე თაობის თვითმფრინავს მიაწვდიან.


დანიამ ადრე დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების პირველ პარტიას გაუგზავნის, ჰოლანდია კი, მათი მიწოდების დაწყებას შემოდგომაზე გეგმავს. ბელგიამ ასევე გამოაცხადა, რომ შესაძლოა, უკრაინაში პირველი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნოს ამ წლის ბოლოს.


დანია, ნიდერლანდები და აშშ ხელმძღვანელობდნენ საერთაშორისო კოალიციას, რომელიც გასულ წელს შეიქმნა იმისთვის, რომ კიევისთვის მიეწოდებინათ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და მოამზადონ უკრაინელი მფრინავები.