ისტორიაში პირველად, უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზე Su-57 გაანადგურეს - კიევი

უკრაინის დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (GUR) განაცხადა, რომ შაბათს უკრაინის არმია დრონების იერიშის შემდეგ პირველად მისწვდა რუსულ მრავალფუნქციურ მოიერიშე თვითმფრინავს, Su-57-ის ტიპის გამანადგურებელს. ეს არის ხომალდი, რომელიც რუსეთის შეიარაღებაში არსებულ ყველაზე თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავად ითვლება. უკრაინის დაზვერვის ცნობით, თვითმფრინავზე დარტყმა რუსეთის ასტრახანის რეგიონში, ახტუბინსკის სამხედრო აეროდრომზე განხორციელდა, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 600 კილომეტრში.


დაზვერვის ინფორმაციით, ფოტოებზე ჩანს, თუ როგორ იდგა Su 57 აეროდრომზე 7 ივნისს დაუზიანებელი, 8 ივნისს კი, მის მახლობლად აფეთქების კრატერები და ხანძრის დამახასიათებელი ლაქები გაჩნდა.

უკრაინის დაზვერვა - რუსეთის ტერიტორიაზე, ისტორიაში პირველად, „სუ-57“ განადგურდა

„Su-57-ის განადგურება პირველი ასეთი შემთხვევაა ისტორიაში“, - აღნიშნულია უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაში.

„Su-57“-ი მოსკოვის ყველაზე თანამედროვე გამანადგურებელია, რომელსაც შეუძლია, დარტყმისთვის Х-59 და Х-69 რაკეტები გამოიყენოს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სუ-57-ის დაზიანების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.