COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 395 ადამიანს დაუდასტურდა, 310 გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 594 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 065 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 529 PCR ტესტით.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 274 045 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 267 421, გარდაიცვალა 3 622 პაციენტი.

დადებითობის მაჩვენებელი: 10 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.61 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.50 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.83%.

395 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 21, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 28, გურია - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 4, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.

მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 2 976, საიდანაც: 1 324 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 676, აჭარაში - 148, იმერეთში - 245.

მძიმე პაციენტი: 275. მათ შორის, თბილისში - 121, აჭარაში - 24, იმერეთში - 78.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 74, მათგან თბილისში - 48, აჭარაში- 3, იმერეთში - 9.

133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 25 - აჭარაში. 1 519 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 147, ხოლო აჭარაში - 17.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 589 პირი.

ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 5 493 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 554 პირი, აჭარაში - 509, იმერეთში - 643.