„კრისტიან დანიელსონის დანიშვნა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ პირადი წარმომადგენლის დანიშვნას გამოეხმაურა.
„მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და ვიზიარებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის რეკომენდაციებს, საერთო ენა გამოვნახოთ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.