საქართველოში კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 582 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 2 895 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 420-ს შეადგენს.უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ამასთან, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 337 პაციენტი.

სულ საქართველოში კორონავირუსის 21208 შემთხვევაა დადასტურებული.