ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარს უჭერს მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილნი. ესტონეთის პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილს შვეიცარიაში უკრაინის მშვიდობის სამიტის ფარგლებში შეხვდა.
„უკრაინის მშვიდობის სამიტზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ ვისაუბრე. ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას და მათ აშკარა სურვილს, გახდნენ ევროპის ნაწილი, მხარს უჭერს,“ - წერს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე.