"შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას", - ამის შესაქხებ გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა, გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომელზეც ეუთოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილებოდა.
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს, რომ ოკუპაცია შეწყვიტოს და 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს.
დიპლომატის განცხადებით, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20%-ის ოკუპაციას და მხარს უჭერს, ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ბოროტად გამოყენებას.
"უკრაინის მიმართ აგრესიის გარდა, რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტის ოკუპაციას. მხარს უჭერს ან სისტემატურად უგულებელყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ან მის მახლობლად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ბოროტად გამოყენებას.
რუსეთს ჯერ არ აქვს სრულყოფილად შესრულებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეტანხმება, მათ შორის ვალდებულება, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ ორგანიზაციების მისცეს შეუზღუდავი შესვლის შესაძლებლობა.
შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ ეუთოს, მოსთხოვოს რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და სრულად შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება", - განაცხადა ლინდა ტომას-გრინფილდმა.