შვეიცარიის ელჩი: ვიმედოვნებთ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქართველოში მოძებნის პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს

"ვიმედოვნებთ, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქართველოში მოძებნის პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს", – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, საქართველოს სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეს შორის მნიშვნელოვანია ერთმანეთთან დაახლოება. მედიატორებსა და ფასილიტატორებს შეუძლიათ ამ პროცესის მხარდაჭერა, მაგრამ პროცესი საქართველოში უნდა ეფუძნებოდეს დიალოგს, ერთმანეთის პატივისცემას, სხვადასხვა პოლიტიკური მოთამაშეების თანაცხოვრების პატივისცემას.

ჩვენ რეალურად ვიმედოვნებთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტია საქართველოში მოძებნის პოლიტიკურ გადაწყვეტას და კომპრომისს, რათა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები განმტკიცდეს. გადაწყვეტა უნდა იყოს ქვეყნის შიგნით.

საქართველოს პოლიტიკურმა მოთამაშეებმა უნდა გადაწყვიტონ, თუ როგორი გადაწყვეტა შეესაბამება ყველაზე უკეთესად საქართველოსა და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. შვეიცარია, როგორც პირდაპირი დემოკრატიის ქვეყანა, დაინტერესებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა ფოკუსირებული იყოს პოლიტიკურ გადაწყვეტაზე“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.