"ქვეყანა უსერიოზულესი გამოწვევების წინაშე დგას რეგიონში. აუცილებელია ყველა პოლიტიკურ ძალას შორის შედგეს კონსესუსი", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ მხარეთა პოზიციების დასაახლოვებლად, პროცესი დაწყებულია. ეს პროცესი შარლ მიშელის საქრთველოში ვიზიტის დროს დაიწყო, როდესაც ის გამოვიდა ინიციატივით, რომ პირველი რაუნდი გამართულიყო პოლიტიკურ პარტიებს შორის და პრემიერ-მინისტრი მყიდიერად დაეთანხმა ამ ინიციატივას. ამის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, დაენიშნა სპეციალური წარმომადგენელი. ის უკვე მოვლინებულია საქართველოში.
პოლიტიკურ პარტიებს შორის მოლაპარაკების პროცესი უახლოეს პერიოდში გაიმართება. ესაა კომპლექსური პროცესი და არ უნდა ველოდოთ, რომ დაგროვილი თემატიკა სრულად დაიფარება და შედეგები პირველივე რაუნდის დროს მიიღწევა. ამის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან, არის პოლიტიკური ნება ამ პროცესში ჩართვის. კიდევ ერთხელაა გაცხადებული, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. კონსენსუსის მიღწევა აუცილებელია. ქვეყანას უსერიოზულესი გამოწვევები აქვს რეგიონში უსაფრთხოების, პანდემიის, ეკონომიკის კუთხით. ამიტომ, აუცილებელია, რომ შედგეს კონსენსუსი ყველა პოლიტიკურ ძალას შორის და პროცესები პარლამენტში გადავიდეს.
ჩვენ ვიხილეთ მოწოდებები ამის შესახებ. სამწუხაროდ, ოპონენტებმა ამაში ამოიკითხეს ის, რაც მათ სურდათ და წარმოაჩინეს ისე, თითქოს ეს მოწოდება მხოლოდ ხელისუფლებისკენ იყო მიმართული. მოოწოდება ეხებოდა ყვველა იმ აქტორს, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, რომ შევიდეს დიალოგში", - განაცხადა ზალკანიანმა.