„16 მარტს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. საქართველოს დელეგაციებს უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი. განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება", - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„16 მარტს ბრიუსელში გაიმართება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა. საქართველოს დელეგაციებს უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი. განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული დღის წესრიგის ყველა ძირითადი მიმართულება.
საბჭო განიხილავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, ევროკავშირის ჩვენი პოლიტიკური თანამშრომლობის ყველა ძირითადი მიმართულება.
რა თქმა უნდა, შევეხებით უსაფრთხოების საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს, პანდემიასთან ბრძოლას, ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხებს.
ბუნებრივია, განხილული იქნება პოლიტიკური პროცესები და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენი პოლიტიკა ევროკავშირთან შევაჯეროთ, აღვნიშნოთ ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის, პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით და განვიხილოთ სამომავლო პერსპექტივები და ის, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით.
გარდა ამისა, იქნება სხვა მაღალი დონის შეხვედრები. პრემიერი ასევე შეხვდება ნატოს გენერალურ მდივანს და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ალიანსის მოკავშირე წევრ ქვეყნებს გააცნობს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ პროგრესს“, - განაცხადა ზალკალიანმა.