პირველი სატვირთო მატარებელი შუა დერეფნის გავლით, ახალ მარშრუტს გაივლის - აზერბაიჯანის რკინიგზა

პირველი სატვირთო მატარებელი ჩინეთიდან თურქეთში, ახალი მარშრუტით, შუა დერეფნის გავლით დაიძრა, იტყობინება Trend აზერბაიჯანის რკინიგზის (ADY) ცნობაზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ყოველდღიური საჭიროების ნივთებით დატვირთული 110 კონტეინერით, მატარებელმა, რომელიც ჩინეთის Jiangsu-ს პროვინციის შუაგულში, Nanjing-დან, 28 ივნისს სტამბოლისკენ გაემართა, ცენტრალური აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველოს მარშრუტი უნდა გაიაროს.


„ამჟამად, ჩინეთსა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვა რამდენიმე მარშრუტით მიმდინარეობს, მათ შორის, ცენტრალური აზიის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით,“ - ნათქვამია ADY-ის განცხადებაში.