სომხეთი სასაზღვრო პუნქტების მოდერნიზაციისთვის EBRD-ისგან €19.6 მილიონამდე სესხს მიიღებს

სომხეთი EBRD-ისგან 19.6 მილიონ ევრომდე სესხს მიიღებს სასაზღვრო გამშვები პუნქტების მოდერნიზაციისთვის.

ამის შესახებ სომხეთის ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვანესიანმა EBRD-ის მდგრადი ინფრასტრუქტურის ჯგუფის ევრაზიის დირექტორთან, ეკატერინა მიროშნიკთან შეხვედრისას განაცხადა.


პროექტი ითვალისწინებს სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განახლებას, თანამედროვე კონტროლის აღჭურვილობის დანერგვასა და ახალი საბაჟო ლაბორატორიის შექმნას.

შეხვედრაზე მხარეებმა სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარების, რეგიონული კავშირების გაძლიერების, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის საკითხები განიხილეს.