„ვფიქრობ, თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ფრანკოფონიის ფორუმზე თემა არის ერთმანეთთან დაახლოება, ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთთან საუბარი და ჩვენი პოზიციების დაახლოება. სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს შთააგონებს იმ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, რომელიც ახლა მიმდინარეობს.
ჩვენ ძალიან მივესალმებით ბატონი შარლ მიშელის ვიზიტს და შეთავაზებას, რომ დაფუძნებულიყო მედიაცია ამ მოლაპარაკებების დასახმარებლად, მხარეების ერთმანეთთან დასაახლოებლად.
ჩვენ მივესალმებით სპეციალური წარმომადგენლის ჩამოსვლას, რომლის ვიზიტი ძალიან მალე დაიწყება. ბევრი იდეაა განხილვის პროცესში. მოლაპარაკებების პარამეტრები ახლა უკვე ნათელია. ჩვენ ასევე გვაქვს სამოქალაქო საზოგადოებების პოზიციები, რომლებმაც თავისი ინიციატივები გამოთქვეს. ვფიქრობ, თუ ყველა მხარე კარგად იმუშავებს, მათ შეუძლიათ საჭირო კომპრომისის ნახვა ყველა საკითხზე, რომელიც განხილვის პროცესშია. ვიმედოვნებთ, ასეც იქნება“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.