ნორვეგია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხარდასაჭერად 93 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გაჰრ სტიორემ განაცხადა.
„უკრაინელებს უფრო მეტი საჰაერო თავდაცვის საშუალებები სჭირდებათ, რათა თავიანთი მოსახლეობა რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან დაიცვან,“ - განაცხადა იონას გაჰრ სტიორემ.
ცნობისთვის, 10 ივლისს ნორვეგიიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსული საჰაერო იერიშებისგან დასაცავად, უკრაინას F-16-ის ტიპის ექვს გამანადგურებელ თვითმფრინავს გადასცემს.