ეკატერინე ტიკაქრაძის თქმით, ვაქცინა დაჩქარებული ტემპით, დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე შემოვა.
ვაქცინის მოწოდება შაბათიდან (13 მარტიდან) დაიწყება.
„შაბათიდან საქართველოში ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება დაიწყება“ - აღნიშნა მინისტრმა.
როგორც ცნობილია, პირველ ჯერზე Astrazeneca-ს ვაქვინა შემოვა. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა - 43 200, რომელიც გადანაწილდება შესაბამისი პროტოკოლით.
„ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა - 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება იმ პროტოკოლის შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია COVID-ის ვაქცინაციის საბჭოს მხრიდან. შემდეგი არის Pfizer-ის ვაქცინა. ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა მივაღწიოთ შეთანხმებას, რომ Pfizer-ის ვაქცინის დაჩქარება მოხდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.