უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი კიდევ ერთი ქართველი ზურაბ იაშვილი დაიღუპა.
ზურაბ იაშვილის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. დღემდე რუსეთის სამხედრო აგრესიას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.