დონალდ ტრამპი: „რესპუბლიკელების“ ყრილობაზე ახლა სულ სხვა გამოსვლა მექნება - ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვაშინგტონის შტაბბინის ანტიტერორისტული განყოფილების დირექტორის თანაშემწე, ბობი უელსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას FBI მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს, თუმცა მას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განიხილავს.


FBI-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს სროლა განახორციელა, მარტო მოქმედებდა და რომ ჯერ კიდევ აქტიურად იძიებენ მის ისტორიას - მათ შორის მუშაობენ მის ტელეფონზე წვდომისთვის.

”ვმუშაობთ ტელეფონზე წვდომისთვის. ტელეფონი ჩვენს ლაბორატორიაში გავგზავნეთ“, - განაცხადა FBI-ის სპეციალურმა აგენტმა, კევინ როჟეკმა.

მისი თქმით, მსროლელის ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობს. როჟეკმა დაადასტურა, რომ სროლა AR სტილის შაშხანით განხორციელდა, რომელიც კანონიერად იყო შეძენილი.

FBI-ის ინფორმაციით, თომას მეთიუ კრუკსის სახლში, რომელმაც დონალდ ტრამპს ესროლა, საეჭვო მოწყობილობა აღმოაჩინეს.


FBI-მ მანამდე განაცხადა, რომ მეთიუ კრუკსის ავტომობილში სავარაუდო ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. სპეციალისტებმა ორივე მოწყობილობა უსაფრთხოდ გამოიტანეს და ამჟამად ლაბორატორიაში გამოკვლევა უტარდება. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, სროლის მოტივი, ჯერჯერობით, არ დაუდგენია, მაგრამ მუშაობს მოვლენების თანმიმდევრობის და იმის დასადგენად, თუ სად გადაადგილდებოდა მსროლელი, ვიდრე მან გაისროლა.


ტრამპი მკვლელობის მცდელობის გადარჩენის შემდეგ რესპუბლიკელების ყრილობაზე, მილუოკიში გაემგზავრა, სადაც რესპუბლიკელები მას ოფიციალურად საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელებენ. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მან მოითხოვა შეისწავლონ, თუ როგორ მოახერხა 20 წლის კაცმა, რომელსაც AR-15 ტიპის შაშხანით გადაადგილება და აქციასთან საკმარისად მიახლოება, რომ სახურავიდან ესროლა ტრამპისთვის, რომელსაც როგორც ყოფილ პრეზიდენტს გამოყოფილი აქვს უვადო დაცვა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის მიერ.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი აცხადებს, რომ “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე წარმოსათქმელი სიტყვა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთლიანად გადაწერა და ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკის ნაცვლად, ერთიანობის აუცილებლობაზეა ორიენტირებული. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ის მომენტი აღწერა, როდესაც პენსილვანიაში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხედა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ესროლეს.


„ენერგია, რომელიც იმ მომენტში იქ მყოფი ხალხისგან მოდიოდა; ძნელია იმის აღწერა, როგორი იყო ეს გრძნობა, მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო უყურებდა. ვიცოდი, რომ ისტორია ამას განსჯიდა და ვიცოდი, მათთვის უნდა შემეტყობინებინა, რომ კარგად ვართ,“ - აღნიშნა ტრაპმა.