23 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ისრაელის საელჩოში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა რან გიდორმა Twitter-ზე დაწერა.
„დღეს, 23 მარტს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მსოფლიოს მასშტაბით განლაგებულ ისრაელის საელჩოებში ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო. თბილისში, ისრაელის საელჩოს გუნდის წევრები სიამაყით ვაცხადებთ, რომ ვასრულებთ ჩვენს მოქალაქეობრივ მოვალეობას და ვიყენებთ ხმის დაფიქსირების დემოკრატიულ უფლებას“, - წერს რან გიდორი.