რუსეთში, აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა

რუსული მედიის ცნობით, რომელიც ოფიციალურ უწყებას ეყრდნობა, რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ აფშერონსკის სავაჭრო ცენტრში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები. რეგიონული პროკურატურა საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების შესახებ იტყობინება.


სავაჭრო ცენტრის შენობა თითქმის მთლიანად დანგრეულია. შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილნი. მაშველებმა უკვე შეძლეს ერთი ადამიანის ამოყვანა და ის საავადმყოფოში მოათავსეს.

„რია ნოვოსტის“ თანახმად, ჰოსპიტალიზებულია სამი ადამიანი. დაშავებულთაგან ერთ-ერთი არის აფთიაქის გამგე, იტყობინება ტელეგრამ არხი Mash.


ცნობისთვის, რუსეთის სამხრეთის რეგიონებს წუხელ უპილოტო საფრენმა აპარატებმა შეუტიეს. კრასნოდარის მხარეში დარტყმების სამიზნე კვლავ გახდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტუაფსეში, როსტოვის ოლქში კი, მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომი.