თურქეთსა და საბერძნეთს შორის ახალი ხიდის აშენება იგეგმება

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ახალი ხიდი აშენდება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ხიდის პროექტი დასასრულს უახლოვდება. მისივე თქმით, პროექტის ტენდერი 2024 წელს იგეგმება. ურალოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება ათენში 2004 წელს გაფორმდა.


„პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ თურქეთისა და საბერძნეთისთვის, არამედ, მთელი რეგიონისთვის. ეს გააძლიერებს მეგობრობას და თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის," - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ხიდის სიგრძე 841 მეტრი იქნება.