სომხეთი ინდოეთიდან იარაღის უმსხვილესი მყიდველი გახდა.
„არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ აღნიშნულია ინდური IADN საინფორმაციო სააგენტოს მიკრობლოგში გაკეთებულ ჩანაწერში, რომელიც ინდოეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ ქვეყნის პარლამენტისთვის წარმოდგენილ ანგარიშს ეყრდნობა.
ინდოეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2024-2025 ფინანსურ წელს სომხეთის მიერ ინდური წარმოების შეიარაღების შესყიდვების საერთო მოცულობამ 600 მილიონ დოლარს მიაღწია. სომხეთი 2021 წლიდან ინდოეთიდან ყიდულობს რაკეტებს, საარტილერიო სისტემებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა იარაღებს.