სვანეთში დაკარგული ორი მოქალაქე ცოცხლები იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში“ განაცხადეს, რომ დაკარგული ახალგაზრდები ოჯახის წევრებს დაეკონტაქტნენ. ისინი ცოცხლები და უვნებლები არიან.
შეგახსენებთ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. დღეს დილიდან მათი ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო.