აზერბაიჯანმა სერბეთი მწვანე ენერგიის ტრანსპორტირების პროექტში მიიწვია. საუბარია „კასპია-შავი ზღვა-ევროპის მწვანე ენერგეტიკულ დერეფანზე.“ შესაბამისი განცხადება აზერბაიჯან-სერბეთის მთავრობათაშორისი კომისიის (ISC) აზერბაიჯანელმა თანათავმჯდომარემ საჰილ ბაბაევმა შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი ორმხრივი მოლაპარაკებების საკითხებს შორის იყო და რომ სერბეთის მონაწილეობა პროექტში ძალიან სასარგებლო იქნება.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ კამალ აბასოვმა აღნიშნა, რომ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტზე მუშაობა კარგად მიმდინარეობს და მასში ჯერჯერობით ოფიციალურად არიან ჩართულნი აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობები.
„ამ პროექტზე შემდეგი შეხვედრა სექტემბერში ბუქარესტში გაიმართება და ერთობლივი საწარმო ოფიციალურად დაფუძნდება. ენერგეტიკული დერეფნის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა წლის ბოლომდე დასრულდება,“ - განაცხადა აბასოვმა.