ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მერიკ გარლანდის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
Reuters-ის ინფორმაციით, გარლანდის კანდიდატურას მხარი 70-მა სენატორმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო.
აღსანიშნავია, რომ მის მომხრეებს შორის ,,რესპუბლიკელი" ლინდსი გრეჰემი და ჩაკ გრესლიც იყვნენ.
ცნობისთვის, გარლანდი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო.