უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, ფრონტის ხაზზე დაიღუპა ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები.


უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის იბრძვიან ქართველი მოხალისეებიც. რადიო თავისუფლების ცნობით, 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომში 70-მდე ქართველი სამხედრო დაიღუპა.