უკრაინის ოდესის პორტში NATO-ს 4 გემი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოდესის პორტში შევიდნენ თურქეთის ესპანეთისა და რუმინეთის სამხედრო გემები, რომლებიც NATO-ს მეორე მუდმივ ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფში არიან გაერთიანებული.
გემები უკრიანის სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობით შავი ზღვის აკვატორიაში წვრთნას ჩაატარებენ.
NATO-ს მეორე მუდმივი ნაღმსაწინააღმდეგო ჯგუფი - ეს არის ალიანსის სწრაფი რეაგირების ერთ-ერთი სეგმენტი, რომელიც შედგება სამეთაურო ხომალდისა და არა უმეტეს 7-8 გემისგან. ამ ჯგუფის მიზანს წარმოადგენს საზღვაო ნაღმები მოძებნა და განადგურება, ასევე ხომალდების თანხლება და გაცილება ნაღმებიანი დაბრკოლებების გავლით.
დაინტერესებულ მოქალაქეებს, პანდემიის გამო, სამხედრო გემების მონახულება ეკრძალებათ.