მიანმარში საპროტესტო აქციის კიდევ 7 მონაწილე მოკლეს

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, მიანმარში საპროტესტო აქციის კიდევ 7 მონაწილე მოკლეს.

სააგენტოს ცნობით, მიანმარის უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლო ტაქტიკას იყენებენ, ცეცხლის გაუხსნეს, რასაც ქალაქ მიანგში 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ მან Reuters- ს განუცხადა კაცმა, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილეობდა.

მოწმეების თქმით, კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს ყველაზე დიდი ქალაქის ჩრდილოეთ რაიონში.

,,მშვიდობიანად გავაპროტესტეთ. არ მჯეროდა, რომ მათ ეს გააკეთეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, პირველ თებერვალს მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება მოაწყო და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი დააპატიმრა.

არსებული ინფორმაციით, პირველი თებერვლის შემდეგ მიანმარის უსაფრთხოების ძალებმა საპროტესტო აქციებზე 60-ზე მეტი ადამიანი მოკლეს, 2 000-ზე მეტი ადამიანი კი დაკავებულია.

მომიტინგეების მიმართ ძალადობა გაეროს უშიშროების საბჭომ დაგმო და ქვეყნის არმიას თავშეკავებისკენ მოუწოდა.